ქართველი ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რაგბს დღეს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ითამაშებენ.
მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერი მატჩი შევარდენის სტადიონზე გაიმართება. მატჩში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი მორაგბეები და სამინისტროების სხვა წარმომადგენლები. გუნდებს მინისტრები უკაპიტნებენ.
ამხანაგური მატჩის მიზანს ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა წარმოადგენს. მატჩს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგენგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები დაეწრებიან.