"სიენენის" ცნობით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ტელეკომპანია, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
პენტაგონის მონაცემებით, რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.
როგორც "სიენენი" აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ შეიარაღებას სახმელეთო ოპერაციაში გამოიყენებენ.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს და მხოლოდ ავიადარტყმებით შემოიფარგლება.