რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გაერო-ში მრავალი შეხვედრა გაიმართა და საქართველოს თემა ძალიან აქტიურად გამოჩნდა.
კითხვაზე, გაერო-ში პრეზიდენტის შეხვედრებს უნდა დასწრებოდა თუ არა ამერიკაში საქართველოს ელჩი, აბაშიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე ელჩმა თავად გააკეთა განცხადება.
„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოჩნდა საქართველოს თემა ბოლო ხანს გაერო-ში, ვაშინგტონში, ზოგადად, აბსოლუტურად ნათელია პასუხი ამის თაობაზე. რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა პრემიერს გენერალურ ასამბლეაზე. იყო ორმხრივი შეხვედრები. გაერო-ში პრეზიდენტსაც ჰქონდა მრავალი შეხვედრა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში აშშ-ის ყველა სივრცეში“, - განაცხადა აბაშიძემ.