რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაარღვია. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
საგარეო უწყების ცნობით, ინციდენტი კვირას მოხდა. ოფიციალურმა ანკარამ თურქეთში რუსეთის ელჩი კიდევ ერთხელ დაიბარა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვა.
ანალოგიური შემთხვევა შაბათსაც მოხდა, როცა, თურქული მხარის ცნობით, რუსული გამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
თურქეთში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს, თავის მხრივ რუსმა დიპლომატმა განცხადა, რომ ინციდენტი "შეცდომით" მოხდა.
თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შეშფოთება გამოთქვა. ნატო-ში კი რუსეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდეს.
ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.