საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ვროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შოტლანდია 1:0 დაამარცხა.
"დინამო არენაზე" გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ტაიმში, 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე D ჯგუფში ასპარეზობს. გამარჯვების მიუხედავად კახა ცხადაძის გუნდი 6 ქულით კვლავ ბოლოს წინა ადგილზე რჩება.