პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც წარმატებით გრძელდება.
მისი თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე.
„ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ და ეს წარმატებით გრძელდება. მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო ეს სამი დღე. ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გქვონდა ელჩებთან. მე მათ ვესაუბრე ჩვენ გეგმებზე, ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ სიტუაციაზე, გამოწვევებზე და საფრთხეებზე, რომელიც არსებობს და ჩვენ ერთობლივად დავსახეთ სამოქმედო გეგმა მომავალი წლისთვის. მიმაჩნია, რომ ესაა ძალიან სასარგებლო ფორმატი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მე შევპირდი ელჩებს, რომ იქნება მაქსიმალური მხადაჭერა და კონტაქტი ჩვენი მხრიდან, გიორგი კვირიკაშვილი იქნება აქტიური ამ მიმართულებით და ის დაეხმარება ელჩებს დროულად გადაუჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ საელჩოებში. კომუნიკაცია არის აუცილებელი, რომ საელჩოებს დროულად მიეწოდოს ინფორმაცია და ისინი იყვნენ სრულად ჩართული, ინტეგრირებულნი იყვნენ იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს დღეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ამბასადორიალი 2015“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ქვეყნისა და მთავრობის პირველ პირებს შეხვდნენ.