ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არხი პოლიტიკურ თოქ-შოუებზე უარს არ ამბობს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თოქ-შოუს წამყვანის შესაძლო კანდიდატებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"საზოგადოების სხვადასხვა წრეში გაჩენილი კითხვების გამო აუცილებლად ჩავთვალეთ, გავაკეთოთ დამატებითი განმარტება. ტელეკომპანია "იმედი" არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, უარი თქვას პოლიტიკური თოქ-შოუების არსებობაზე საკუთარ ეთერში. მეტიც, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები თოქ-შოუს წამყვანის შესაძლო კანდიდატებთან და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემოდგომაზე - ოქტომბერ-ნოემბერში, მოხერხდება ასეთი გადაცემის გაშვება ეთერში. აქვე, წუხილს გამოვთქვამთ, რომ არხზე მიმდინარე სარედაქციო ცვლილებებს გარკვეულმა პირებმა განგებ მისცეს პოლიტიკური დატვირთვა", - ნათქვამია ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში.