აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა პრეზიდენტის არჩევნებში დელეგატად მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე აირჩია.
სხდომა, რომელიც აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დახურული იყო. სხდომაზე მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მქონე დელეგატი უნდა აირჩიათ. აღმასკომის წევრებს არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ მუხრან ვახტანგაძემ 6 ხმა მიიღო, იური ლორთქიფანიძემ კი მხოლოდ 2.
„იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ყველას საკუთარი აზრი, შეხედულებები აქვს. აღმასკომის ექვსმა წევრმა მე მომცა ხმა. არჩევბების დღეს გავაკეთებ ღირსეულ არჩევანს და მხარს დავუჭერ იმ კანდიდატს, ვინც ყველაზე მეტს გააკეთებს ფეხბურთის გადარჩენაში“, - განაცხადა ვახტანგაძემ.
თავის მხრივ დამარცხებულმა მეორე კანდიდატმა იური ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი უმრავლესობამ გადაწყვიტა და მუხრან ვახტანგაძეს გამარჯვება მიულოცა.