ბრიტანეთი მზადაა დამატებით ათასობით სირიელი ლტოლვილი შეიფაროს

ბრიტანეთი მზადაა დამატებით ათასობით სირიელი ლტოლვილი შეიფაროს

დიდი ბრიტანეთი მზადაა დამატებით ათასობით სირიელი ლტოლვილი მიიღოს. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ დევიდ ქემერონმა განაცხადა.

მას კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია, თუმცა, აღნიშნა, რომ იმ ლტოლვილებს შეიფარებს, რომლებიც სირიის სასაზღვრო რეგიონებში მდებარე ბანაკებში არიან და არა მათ, რომლებიც უკვე ევროპაში იმყოფებიან.

პარალელურად, გაერო-ში განაცხადეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 200 000-200 000 ლტოლვილი უნდა მიიღონ. ევროკავშირი უკვე რამდენიმე თვეა მიგრანტების კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. სირიელი მიგრანტების საკითხი კი მსოფლიო ყურადღების ქვეშ რამდენიმე დღის წინ მოექცა, როდესაც ტალღამ თურქეთის სანაპიროებთან სირიელი ბავშვის ცხედარი გამორიყა. გაერო-ს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დაღუპული მიგრანტი ბავშვის ფოტო მსოფლიოს გამოაღვიძებს და საერთაშორისო საზოგადოება უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენს სირიის კრიზისის აღმოსაფხვრელად.