პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუკი რომელიმე თოქ-შოუ დაიხურა, ეს კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზეა.
"მესამე წელია, ჩვენმა მთავრობამ და ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ვართ პირველ ადგილზე. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თქვენ და ოპონენტებმა, ეს მხოლოდ საუბარია. შედეგი არის ის, რომ მედია დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ნებისმიერ კრიტიკულ კითხვას გვისვამთ მთავრობის წარმომადგენლებს და არავითარი ზეწოლა ამ სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა მთავრობის მხრიდან, ეს არის აღიარება, ეს არის ფაქტი, ამას სჭირდება შეფასება და შესაბამისი დაფასებაც. თუ დაიხურა რომელიმე თოქ-შოუ, ეს არის კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მე არ ვაპირებ ამაზე კომენტარს. საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, გამჭვირვალობა და დასაბუთება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.