გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ბენია თავბერიძის განცხადებით, დელეგატის შეცვლის მიზეზი რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება გახდა.
თავბერიძის ინფორმაციით ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურა ერთპიროვნულად წარადგინა, რამაც პროტესტი და მისი მოხსნა გამოიწვია.
„გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ერთპიროვნულად წარადგინა გოჩა ტყებუჩავა ფეხბურთის ფედერაციაში ხმის მიცემის უფლებით. ეს გამგეობის წევრებმა გავაპროტესტეთ და ჩვენი კანდიდატურა - ბატონი იური ჩხაიძე წარვადგინეთ ფეხბურთის ფედერაციასი ხმის მიცემის უფლებით“, - განაცხადა თავბერიძემ.
გურიის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა ებრალიძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დელეგატი გოჩა ტყებუჩავა, იური ჩხაიძით შეცვალეს, თუმცა ადგილი ჰქონდა უკანონობას.
როგორც კახა ებრალიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნილი ცვლილებების შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობდა.