საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიღოთ.
პრეზიდენტის თქმით კანონპროექტზე ხელის არ მოწერას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ამის უფლება პარლამენტის თავმჯდომარესაც აქვს. გიორგი მარგველაშვილმა მის ეკონომიკურ მრჩეველს გიორგი აბაშიშვილს და საპარლამენტო მდივანს გიორგი კვერენჩხილაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხდა.