მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერს ოლიგარქების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერს ოლიგარქების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს გადაწყვეტილებების ოლიგარქების სასარგებლოდ მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "მეხუთე არხთან" ინტერვიუში განაცხადა.

"რა ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა იაცენიუკი - კოლომოისკის თუ ასობით მილიონი მგზავრის? გუშინ იაცენიუკმა მიიღო გადაწყვეტილება კოლომოისკის სასარგებლოდ. ის ასევე რეგულარულად იღებს გადაწყვეტილებას ახმეტოვის და სხვების სასარგებლოდ. უკრაინის მთავრობას ყველა ამ ოლიგარქის ინტერესები აკონტროლებს", - აღნიშნა მან.

ბოლო პერიოდში მიხეილ სააკავშილის უკრაინის პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშნვის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა, თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ მის ინტერესებში აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ შედის.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინის პრემიერად დანიშვნის ინიციატივის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ვებგვერდზე პეტიციაც გამოჩნდა.