შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, მთავრობამ დღეს მიიღო ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე პენსია 100 ლარი ჰქონდათ, 160 ლარამდე გაეზარდათ.
"ეს გახლავთ 9 000-ზე მეტი ბავშვი, ამით, ფაქტრობრივად, შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერდა ამ რამდენიმე თვის წინ შეზღუდული შეაძლებობების მქონე ბავშვების მშობლებთან", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი თქმით, მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პენსიის 160 ლარამდე გაზრდის შესახებ. როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, ასეთი პირი სულ 24 457-ია.
"მთლიანობაში საქართველოს ბიუჯეტს ეს დაუჯდება 3 100 000 ლარი, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება", - განაცხადა სოფრომაძემ.