სპორტის მინისტრმა ოქროს ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა

სპორტის მინისტრმა ოქროს ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფოთის სათხილამურო ბაზა, “ოქროს ტბის“ მიმდებარე ტერიტორია და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მინისტრთან ერთად ფოთის სათხილამურო ბაზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერეს.

90-იან წლებში ამ ადგილზე პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მინისტრს „ოქროს ტბის“ პოტენციალის შესახებ ესაუბრნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს.