"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი ადრეა

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ადრეა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით , კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"იმის თქმა, რომ ჩვენ მზად ვართ ამისთვის დღეს, ნაადრევია", - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სამხედრო კოალიციის ქმედებები "ისლამური სახელმწიფოს" წინაღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. თეთრ სახლში განაცხადეს, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოსკოვმა შესაძლოა, სირიაში სამხედროები და ავიაცია გაგზავნოს.

აშშ-ის მთავრობის განცხადებით, ნებისმიერი სამხედრო დახმარება სირიის მთავრობისათვის ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. სირიასა და ერაყში მოქმედი ე.წ. ისლამური სახელმწიფო მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.