სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. სომხური მედიის ცნობით, სამი მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა, ერთი კი სამხედრო. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საზღვარზე ბოლო რამდენიმე დღეა ვითარება დაიძაბა, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური სოფლების მისამართით ცეცხლი არაერთხელ გახსნა.
პარალელურად, აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ სომხურმა მხარემ 136-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ისინი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან ისვრიან. შედეგად გუშინ ერთ-ერთი აზერბაიჯანული ოჯახი დაიბომბა, დაშავდა ერთი ადამიანი