აზერბაიჯანში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "სპუტნიკის" აზერბაიჯანის ბიუროს ცნობით, 1987 წელს დაბადებული რუჰია იბადოვა ჭასთან იდგა, როდესაც მიწისძვრა მოხდა, შედეგად იგი ჭაში ჩავარდა.
შემთხვევა სოფელ მელიკენდში მოხდა. მას ორი შვილი დარჩა.
აზერბაიჯანში მიწისძვრა დღეს მოხდა, ეპიცენტრი შექის რეგიონში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 6 მაგნიტუდა შეადგინა.