პარლამენტში დღეს ,,პროკურატურის შესახებ

პარლამენტში დღეს ,,პროკურატურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

პარლამენტში დღეს ,,პროკურატურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. როგორც დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარმოდგენილი პროექტით პროკურატურის მუშაობა უფრო ეფექტური იქნება, თუმცა პარლამენტს შესაძლებლობა ჰქონდა ბევრად უკეთესი ვერსია მიეღო.

,,წარმოდგენილი პროექტი აუმჯობესებს ვითარებას და ის უკეთესი ვერსიაა, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო გაცილებით უკეთესი. იყო შესაძლებლობა მთავრობის მონაწილეობა გამოგვერიცხა და გაგვეზარდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება პროკურატურის სისტემის, რაც გუშინ კანონპროექტის ინიციატორის მიერ არ იქნა გაზიარებული. ვნახოთ, სესიაზე როგორ გაგრძელდება განხილვა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

,,პროკურატურის შესახებ" კანონპროეტზე მსჯელობა პარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.