ყოველთვიურ თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით, პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9 (6 900 ლარი), პრემიერ-მინისტრი 18-ე (4 250 ლარი), ხოლო დეპუტატები 135-ე ადგილზე (2 000 ლარი) არიან.
143 სახის ყოველთვიურ თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, პირველ ადგილს = 16 537 ლარიანი ხელფასით კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე - 1750 ლარიანი ხელფასით ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების შემოსავალი მხოლოდ თანამდებობრივი სარგო არ არის. ამას სახელფასო დანამატები და პრემიებიც ემატება.
მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ამსახველ ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი BPN ავრცელებს. მონაცემები საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა შეადგინა, რომელიც თავის მხრივ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონდებლო ინიციატივის საფუძველზე მომზადდა.
ცნობისთვის, ქუცნაშვილის ავტორობით პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო თანადებობის პირთა პრემიების შეზღუდვას ისახავს მიზნად.