გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ერთ-ერთ ლტოლვილთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა, შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. "როიტერის" ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ფრანკფურტიდან 30 კილომეტრში მდებარე ჰეფენჰაიმში მოხდა. 

პოლიციამ ხანძრის გამო 60-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი.