ლიტვაში ნატო-ს ახალი ცენტრი გაიხსნა

ლიტვაში ნატო-ს ახალი ცენტრი გაიხსნა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლიტვაში ალიანსის ახალი შტაბი გახსნა. ნატო-ს შტაბი ლიტვაში ერთ-ერთია იმ ექვს ცენტრს შორის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში მდებარეობს. 

ალიანსმა ახალი ცენტრების გახსნა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის და უკრაინის კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. ცენტრები კრიზისის დროს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების დროულად განლაგებას შეუწყობს ხელს და მათ პრაქტიკულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. 

ლიტვის შტაბის გახსნას ქვეყნის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტეც ესწრებოდა.