ტაჯიკეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთის ქალაქ ვაჰდათში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის დროს ორი თავდამსხმელი მოკლეს, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია თუ ვისი ორგანიზებით განხორციელდა თავდასხმა. 

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემთხვევა არ არის დაკავშირებული რამდენიმე დღის წინ ქალაქის მცხოვრები, 23 წლის უმარ ბობოჯონოვის ცემის ფაქტთან. გავრცელებული ცნობით, იგი სამართალდამცველებმა სცემეს. ბობოჯონოვი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

ვაჰდათში ბოლო რამდენიმე დღეა ვითარება დაძაბულია. ქალაქში პოლიციის დამატებითი ჯგუფები პატრულირებს. ქალაქი ვაჰდათი დუშანბესთან ახლოს მდებარეობს.