აზერბაიჯანის შეკის რაიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ შეკიდან 29 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის შკალით ეპიცენტრში კი - 7 ბალი, ხოლო ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში - 5-6 ბალი იყო.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა, განსაკუთრებით საგრძნობი კი კახეთის რეგიონში იყო.