რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ნავთობზე არასტაბილური ფასები ორი ქვეყნის ინტერესებს არ აკმაყოფილებს.
როგორც ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისინი ნავთობზე ფასის ზრდის ხელშეწყობისთვის, ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდნენ.
„რა თქმა უნდა, შეხვედრაზე ორივე მხარის მიერ აღინიშნა, რომ ნავთობზე ასეთი არასტაბილური ფასი ორი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება და ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ ძალისხმევა კოორდინაციის მხრივ, რათა, ასე ვთქვათ, წაახალისონ, ზრდის დინამიკა“, - განაცხადა პესკოვმა პუტინისა და მადუროს შეხვედრის შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, პუტინმა აღნიშნა, რომ აქ რაიმე სწორხაზოვანი ქმედებები არ შეიძლება, ეს საკმაოდ რთულია და ეს არის საბაზრო პროცესი.
„აქ ბევრი ფაქტორია, რომლებიც გავლენას ახდენს, ყველა მათგანი ძალიან ფრთხილად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, მაგრამ კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობა გააზრებულია“, - აღნიშნა პუტინის პრეს-მდივანმა.