საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს განეკუთვნება, ამიტომ მაძიებლებს გერმანიაში თავშესაფარზე უარს ეუბნებიან

საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს განეკუთვნება, ამიტომ მაძიებლებს გერმანიაში თავშესაფარზე უარს ეუბნებიან

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლადო ჭანტურიას განცხადებით, საქართველო განეკუთვნება უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიას , ამიტომ გერმანიაში მაძიებლებს თავშესაფარზე უარს ეუბნებიან. როგორც ლადო ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროდ, საქართველოდან გერმანიაში შეიმჩნევა არალეგალ მიგრანტთა ზრდის ტენდენცია.

"სამწუხაროდ დიდი ნაწილი ამ ე.წ. თავშესაფრის მთხოვნელთა ჩადის დანაშაულს, ეს არის ბინის ქურდობა, მაღაზიის ქურდობა, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება გერმანიაში საზოგადოებრივ აზრში. საქართველო განეკუთვნება უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიას, ამიტომ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელებს როგორც წესი, არ აძლევენ თავშესაფრის უფლებას, არც სამუშაო აქვთ მათ, არც საცხოვრებელი და ცხადია, ეს კრიმინალურ ფონს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოლოდინი, რაც თავშესაფრის მაძიებლებს აქვთ, რომ მათ მისცემენ სამსახურს, ხელფასს და საცხოვრებელს, არ შეესაბამება სინამდვილეს და ნუ წამოეგებიან ამ გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ანკესს", - განაცხადა ელჩმა.