ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ბიზნეს სექტორი განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა.
როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დასაქმებულთა რაოდენობა 12%-ით გაიარდა ბიზნესექტორში საშუალოდ თვიურმა ხელფასმა 942,2 ლარი შეადგინა, ხოლო ბიზნესექტორის ბრუნვა 16%-ით გაიზარდა.
„2015 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 12%-ით გაიზარდა. ბიზნესექტორში 60.8 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. თუმცა დასაქმებულთა რაოდენობამ 568.5 ათასი პირი შეადგინა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ამ სექტორში საშუალო თვიურ ხელფასს, ის 10.6% აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის რაოდენობას, ხოლო 10.1% გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ბიზნესექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი და 12.8 მილიარდ ლარს აჭარბებს. ბიზნესექტორის ბრუნვა გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. მაღალი 2 ნიშნა ზრდა დაფიქსირდა სამთო მოპოვების მრეწველობაში, რაც 96.8%-ია, ასევე 2 ნიშნა ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში, განათლებაში, მშენებლობაში და ა.შ. რაც შეეხება, საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულებას, ის 22.5%-ით აღემატება 2014 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლევბს და 6.9 მილიარდ ლარს აჭარბებს. ბიზნესექტორის გამოშვება გაზრდილია ასევე ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა დარგში. ყოველივე ეს კი მოწმობს, რომ ქვეყანაში ბიზბნესის განვითარების პოტენციალი მზარდია“, - განაცხდა ქუმსიშვილმა.