პოროშენკოს პრესსამსახურის ვებგვერდზე სააკაშვილის პრემიერად დანიშვნის პეტიცია გამოჩნდა

პოროშენკოს პრესსამსახურის ვებგვერდზე სააკაშვილის პრემიერად დანიშვნის პეტიცია გამოჩნდა

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნის შესახებ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორის აზრით, სააკაშვილს შეუძლია უკრაინაში საჭირო რეფორმების განხორციელება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ინიციატივას მხარი ამ დრომდე 1175-მა ადამიანმა დაუჭირა. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, საჭიროა 25 000 ხელმოწერის შეგროვება.

პეტიცია ვებგვერდზე 1-ელ სექტემბერს აიტვირთა და ის 90 დღის განმავლობაში იქნება. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.