თბილისის მოსახლეობისთვის დენი დაახლოებით 3-4 თეთრით გაძვირდა

თბილისის მოსახლეობისთვის დენი დაახლოებით 3-4 თეთრით გაძვირდა

თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი, საფეხურების მიხედვით, დაახლოებით 3-4 თეთრით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი 9.480 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 12.461 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16.992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 17.698 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.

აქედან გამომდინარე, პირველ საფეხურზე მატება არის 3.5 თეთრი, მეორე მეორე საფეხურზე - 4.53 თეთრი, მესამე საფეხურზე - 3.79 თეთრი.

ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.