საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, კომერციული სექტორისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფიც დაადგინა.
კონკრეტულად კი ცვლილება შეეხო კომერციული სექტორისთვის მოქმედ სამივე კატეგორიის ტარიფს.
დაბალი, პირველი საფეხურის მომხმარებლებს ტარიფი გაეზარდათ 4,598 თეთრით და ახალმა ტარიფმა დღგ-ს ჩათვლით 14,06 თეთრი შეადგინა. მეორე კატეგორიის, ანუ საშუალო ძაბვის მომხმარებელბს ტარიფი გაუძვირდათ 0,328 თეთრით და დღს-ს ჩათვლით ტარიფმა 15,276 თეთრი შეადგინა, მაღალი ძაბვის მომხმარებლებს კი ტარიფი 3,180 თეთრით გაეზარდათ და დღგ-ს ჩათვლით ახალი სამომხმარებლო ტარიფი 19,753 თეთრია.
„თელასმა“ სატარიფო განაცხადით სემეკს 23 ივლისს მიმართა.