ლევან ბერძენიშვილი:   ჩვენს კოლეგას ნახევარი ქვეყანა შემოელანძღა

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენს კოლეგას ნახევარი ქვეყანა შემოელანძღა

ერთმანეთის ეთიკის შეფასება რთულია, მაგრამ "ენჯეოელი", "სოროსელი" , ეს არის შეურაცხყოფა, ეს გამაოგნებელია საქართველოს პარლამენტის წევრისთვის , - აღნიშნული განცხადება ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, დეპუტატმა უნდა იცოდს, რომ არსამთავრობო სექტორი ისეთივე მნიშვნელოვანია და საპატივსაცემოა, როგორიც პედაგოგობა და ინჟინრობა.

,,ერთმანეთის ეთიკის შეფასება რთულია, მაგრამ "ენჯეოელი" "სოროსელი" ეს არის შეურაცხყოფა, ეს გამაოგნებელია საქართველოს პარლამენტის წევრისთვის რომელმაც უნდა იცოდეს, რომ არასამთავრობო სექტორი ისეთივე საპატივცემულოა, როგორც სამთავრობო სექტორი, როგორც პედაგოგობა, ინჟინერობა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის კრიტიკის სურვილმა "ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლა". ნახევარი ქვეყანა შემოელანძღა ჩვენს კოლეგას, მათ შორის პარლამენტის წვერები და თითქმის მთელი ფრაქცია ,,რესპუბლიკელებიც". არ მგონია, რომ მეჭიაური რომელიმე სხვა დეპუტატს რაიმეთი აღემატება, მითუმეტეს, იმ ხალხს ვინც არასამთავრობოდან მოდის. ეს იყო პრეზიდენტისთვის გულის ტკენის მიზნით და ეს სწორი არ მგონია, პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ქვეყანას ისეთი პრეზიდენტები ჰყავდა, რომელიც შეიძლება ფრიადოსნები არ იყვნენ, მაგრამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ფრაქციამ უნდა უთხრას, რომ ეს არ არის სწორი ტონი. პრეზიდენტის ვეტო მისი უფლებაა, აბა რისთვის არის ის კაცი. გაუგებარია მისი გაღიზიანება. სხვა გამოსვლაზე მეცინებოდა, მაგრამ აქ სად გავიცინო არ ვიცი. ბოდიში შინაგანი მოთხოვნილებაა და როგორ შეიძლება ეს ვინმეს ასწავლო?. კოლეგა ბოდიშს თვითონ მოიხდის, როცა საჭიროდ ჩათვლის", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტში გუშინ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადება გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეო-ელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერევებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც", - განაცხადა თამაზ მეჭაურმა.