თბილისელებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების საფასური დაახლოებით 4 თეთრით გაიზარდა

თბილისელებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების საფასური დაახლოებით 4 თეთრით გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს „თელასის“ სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე იმსჯელა.

კომისიის სხდომაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დემპარტამენტის ხელმძღვანელმა დენის საფასუსრის ხელახალი დაანგარიშების მაჩვენებლები წარმოადგინა, რომლის თანახმად, დენის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური, დღგ-ს გარეშე დაახლოებით 4 თეთრამდე იზრდებოდა, კონკრეტულად კი, ციფრები შემდეგნაირად გადანაწილდა: 101 კილოვატამდე მოხმარებული დენის საფასური 1 კილოვატ საათი - 11 თეთრით განისაზღვრა, 101-დან 301 კილოვატ საათამდე მოხმარებული დენის საფასური - 14,400 თეთრით, ხოლო 301-დან მეტი - 18,200 თეთრით. შესაბამისად, პირველი კატეგორიის მომხმარებლებისთის, დენის ტარიფის საფასური ზრდამ დღგ-ს გარეშე 2,966 თეთრი შეადგინა, მეორე კატეგორიისთვის დღგ-ს გარეშე 3,804 თეთრი, ხოლო მესამე კატეგრორიისთვის კი დღგ-ს გარეშე 3,202 თეთრი.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილ დადგენილების პროექტს კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით სემეკმა ტარიფებთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო.

აქამდე მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფი ასე გამოიყურებოდა: 101 კილოვატ საათამდე მოხმარებული ტარიფის საფასური იყო 8,034 თეთრი, 101-დან 301 კილოვატ საათის ჩათვლით 10,56 თეთრი, ხოლო 301-დან ზევით - 14,998 თეთრი.

დღევანდელი კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სემეკის მიერ წარმოდგენილ ტარიფებს არ ეთანხმება ოპოზიცია. დარბაზში პროეტესტი გამოთქვეს "ქართული დასის" და "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლებმა. სემეკის მიერ დადგენილ ტარიფს არ ეთანხმება „თელასის“ წარმომადგენელობაც და აცხადებს, რომ ზრდა უფრო მეტით უნდა მოხდეს.

„თელასის“ წარმომადგნელის თქმით, წარმოდგენილი მასალების ზედაპირული ანალიზი ცხადყოფს, რომ „თელასის“ განაწილების წილი სამომხმარებლო ტარიფში 3 თეთრით მცირდება. მისივე თქმით, კომისია გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, მაგრამ „თელასის“ პოზიცია ბოლომდე არ გაითვალისწინა.

„თელასმა“ ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკს 23 ივლისს მიმართა.