თუ ჩვენი მოქალაქე დასავლეთ ევროპაში კრიმინალში გაეხვევა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიიღება გაუჭირდება

თუ ჩვენი მოქალაქე დასავლეთ ევროპაში კრიმინალში გაეხვევა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიიღება გაუჭირდება

თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასავლეთ ევროპაში უკანონოდ წავა და ზოგიერთი მათგანი იქ კრიმინალში გაეხვევა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიიღება გაუჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რომელიც ამბასადორიალის მეორე დღის ფარგლებში ელჩების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

წულუკიანმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იყო თუ არა ამბასადორიალზე მისი გამოსვლის ფარგლებში საუბარი იმ სავიზო რეგულაციებზე, რომელიც 2014 წლის 1 სექტემრბიდან იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით ამოქმედდა და ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც ამ რეგულაციებმა შექმნა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად თეა წულუკიანმა ისაუბრა გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას მოწოდებაზე.

"როგორც გერმანიის ელჩმა, ბატონმა ლადომ აღნიშნა, გერმანიის სახელმწიფო წუხს, როდესაც საქართველოდან არალეგალურად მიედინებიან დასავლეთ ევროპაში ჩვენი მოქალაქეები. მათ ატყუებენ, ეუბნებიან, რომ დასაქმდებიან, იქნებიან ბედნიერები, გამდიდრდებიან და რეალურად კი, იქ რომ ჩადიან არავითარი სამსახური არ ხვდებათ და კიდევ უფრო შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე იყვნენ საქართველოში. ამიტომ ბატონმა ლადომ ითხოვა, რომ მთავრობამ გააქტიუროს ქვეყნის შიგნით კამპანია და ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ დასავლეთ ევროპა არ არის ელდორადო. დასავლეთ ევროპაში არავინ არავის მზამზარეულ სამსახურს არ ახვედრებს და თუკი წინასწარ არ ვიცით რა ხელფასი გვექნება, სად მივდივართ, მაშინ ასეთ წასვლაზე უარი უნდა ვთქვათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ იმ მოქალაქეებს რომლებიც ასე არალეგალურად მიდიან დასავლეთ ევროპაში, ხშირად შემდეგ დაბრუნების ფულიც კი არ აქვთ.