თეა წულუკიანი - ყველა პოლიტიკოსს, ევროპული სტანდარტების მიხედვით, აქვს თმენის ვალდებულება

თეა წულუკიანი - ყველა პოლიტიკოსს, ევროპული სტანდარტების მიხედვით, აქვს თმენის ვალდებულება

ყველა პოლიტიკოსს, დეპუტატს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დასავლურ ევროპული სტანდარტების მიხედვით აქვს თმენის ვალდებულება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დეპუტატ თამაზ მეჭიაურის გუშინდელი განცხადების შეფასებისას განუცხადა. 

უფრო დეტალური შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს არ გაუკეთებია. 

პარლამენტში გუშინ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განცხადება გააკეთა. 

"ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეო-ელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერევებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც, - განაცხადა თამაზ მეჭაურმა.