უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ახალი სამხედრო დოქტრინა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც რუსეთი უკრაინის მთავარი სამხედრო მოწინააღმდეგეა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
"ყველა არსებული საფრთხე და ომის გამოწვევა სამწუხაროდ, დაკავშირებულია რუსეთთან. ყველა მათგანი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.
სამხედრო დოქტრინაში ასევე საუბარია ყირიმის და დონბასის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის პირობებზე. ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა უარს ამბობს ნატო-ს ბლოკგარეშე სტატუსზე და ალიანსში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სვლას ითვალისწინებს.
გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ასევე დაამტკიცეს ის სია, რომელში შემავალ რუსეთის მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს უკრაინა სანქციებს დაუწესებს. ე.წ. შავი სია 1124 ფიზიკურ და 156 იურიდიულ პირს მოიცავს.