მოსკოვის

მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში ხანძარი გაჩნდა. "ბიბისის" ცნობით, აეროპორტის დიდი ნაწილი კვამლითაა დაფარული, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. 

როგორც მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, ცეცხლი პირველ სართულზე გაჩნდა და 16 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია მოიცვა. 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობას 61 მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში 17 ერთეული ტექნიკაა ჩართული. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მგზავრებს მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ.