საინციატივო ჯგუფი დეპუტატ თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საინციატივო ჯგუფი დეპუტატ თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ინტერნეტმომხმარებლებმა პარლამენტის წევრ თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. კერძოდ ვებგვერდmanifest.ge– ზე საინიციატივო ჯგუფი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, თამაზ მეჭიაურმა ბოიდში მოიხადოს გუშინდელი განცხადების გამო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შესახებ გააკეთა.
 

"2015 წლის 2 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია, როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი", რომელიც "ნერვებს უშლის" (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც. მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო"-ნათქვამია პეტიციაში.
 

პეტიციაზე ამ დროისთვის 170-მდე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ხელმოწერები გრძელდება.