"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტის უმიზნო ფლანგვასა და მუნიციპალიტეტში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს.
"2015 წლის 30 იანვარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მუნიციპალიტეტში აიპ "ბავშვთა ინკულუზიური ცენტრის" დაფუძნებას. დღევანდელი მდგომარეობით ცენტრი არ ფუნქციონირებს, მიუხედავად ამისა, პირები, რომლებიც სტრუქტურაში დაინიშნენ, სხვა მოქმედ აიპ-ებთან შედარებით, მაღალ ხელფასს, ასევე, დანამატებს იღებენ (დირექტორი - 1 000 ლარი, მოადგილე - 900 ლარი, ბუღალტერი - 600 ლარი). საგულისხმოა ის, რომ ცენტრის დირექტორის მოადგილე არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის - ზაზა ძნელაძის მეუღლე", – აცხადებენ "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაციაში.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ხვალ, 12:00 საათზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს ორგანიზაციაში პრესკონფერენცია გაიმართება, სადა სწორედ "ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვასა და ნეპოტიზმთან" დაკავშირებულ ფაქტებზე ისაუბრებენ.