აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურზე მიმოსვლას დროებით ზღუდავს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ენგურზე მიმოსვლას დროებით ზღუდავს

ტექნიკური მიზეზების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ენგურის ხიდის გავლით, მოქალაქეებისთვის მიმოსვლას დროებით ზღუდავს. 

ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. როგორც მის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამატებითი ცვლლებების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთის რესპუბლიკაში სტუმრობა „ფსოუს“ სასაზღვრო პუნქტის გავლით შეეძლებათ“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ეს შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც აფხაზეთში მუშაობენ.