თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულმა შვიდმა ოჯახმა ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია მიიღო. თანხები თვითმმართველი ერთეულის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ შეისწავლა. ფულადი კომპენსაციების ოდენობის განსასაზღვრად ასევე გათვალისწინებული იქნა ა (ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა და დაზარალებულთა დასახმარებლად ჯამში 37 ათას ლარი გამოიყო.
ჩუღურეთის რაიონში, შიო არაგვისპირელის შესახვევში, ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა.