რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო აშშ გერმანიაში დაკონსერვებული სამხედრო ბაზის აღდგენას აპირებს

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო აშშ გერმანიაში დაკონსერვებული სამხედრო ბაზის აღდგენას აპირებს

გერმანიის ქალაქ მანგეიმში აშშ საკუთარ სამხედრო ბაზას აღადგენს. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების სარდალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკაა. ჰოჯესის განცხადებით, ამ დროისთვის საუბარია დროებით გადაწყვეტილებაზე, რადგან მომავალში ამ ბაზაზე არსებული შეიარაღება შეინახება ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

ადრე გერმანიის აღნიშნულ ბაზაზე განთავსდა ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და სამხედრო ტექნიკა.