ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ ერთ

ივანიშვილს ვადანაშაულებ იმაში, რომ ერთ "ენჯეოელ სოროსელს" საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა

ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეოელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა , რომლითაც ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭაურმა გააკეთა. 

ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამოყოფისა და ცალკე სააგენტოს ჩამოყალიბების მიზანშეწონილობაზე საუბრისას, მეჭიაურმა ლარის კურსის ვარდნაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატის თქმით, ლარის გაუფასურებას ოპოზიცია მოსახლეობაში პროტესტის გამოწვევის და ამის ხელისუფლებისკენ მომართვის მიზნით იყენებს. 

პარლამენტში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.