გალის რაიონში ქართული მოსახლეობის შევიწროვება, იმ დათესილი თესლის შედეგია, რომელიც მივიღეთ იმ უტიფარი და არასწორი პოლიტიკიდან , რომელიც წინა ხელისუფლებას გააჩნდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"სერიოზული შეტევა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის სახელზე, ეს პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, თითქოს არც ერთი საკითხი, რეფორმათა უმრავლესობა, მისი დახმარებით არ იყოს გაკეთებული საქართველოს მასშტაბით. გალის რაიონში სწავლებასთან დაკავშირებით საუბრობენ ქართული ენის შევიწროვებაზე, რომელიც სამწუხაროდ, რეალურად არსებობს, მაგრამ არც იმ მასშტაბის, (მაგრამ მასშტაბები ვწონოთ, ვეჯიბროთ შევიწროვება არის თუ არა თუ გავანალიზოთ რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე). ყოველგვარი შევიწროვება გალის რაიონში ქართული მოსახლეობის იმ დათესილი თესლის შედეგია, რომელიც მივიღეთ იმ უტიფარი და არასწორი პოლიტიკიდან, რომელიც გააჩნდათ. რეალურად ახლა გვიკიჟინებენ, რომ რაღაც განცხადებები გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ინტენსიურად", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, უამრავი ინვესტიცია ხორციელდება და დაგეგმილია მილიარდნახევრის ინვესტიცია.
"8-9 სექტემბერს დიდი ჯგუფი ბიზნესმენების საქართველოს ინვესტიციების საკითხზე ესტუმრებიან ისრაელიდან, ოქტომბერში ჩინეთის მონაწილეობით გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელიც ეხება აბრეშუმის გზის აღდგენას, აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება მონაწილეთა ძალიან დიდი რაოდენობა წარმოდგენილი. აღარ ჩამოვთვლი იმას რა გაკეთდა გურიაში, ანასეულში, ჩოხატაურის რაიონში", - განაცხადა ვოლსკიმ.