რუსეთი როტაციის პრინციპით გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაერო-ში ვიტალი ჩურკინმა თავმჯდომარე ქვეყნის პოსტი ნიგერიის სპეციალური წარმომადგენლისგან ჩაიბარა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მოსკოვი თავმჯდომარეობის პერიოდში ინტენსიურად იმუშავებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კონფლიქტებზე. იგი სამუშაო პროგრამის დეტალებს საზოგადოებას დღეს დაგეგმილ პრესსკონფერენციაზე გააცნობს.
15-წევრიან უშიშროების საბჭოს რუსეთი ერთი თვის განმავლობაში უხელძღვანელებს, შემდეგ კი აღნიშნულ პოზიციას ესპანეთი ჩაიბარებს.
რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია.