დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის ვიცე-მერის პოსტზე ლაშა აბაშიძე წარადგინა. ლაშა აბაშიძე ვაკის გამგებლად 2015 წლის 12 მარტიდან მუშაობდა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო.
თბილისის ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური პირველი სექტემბრის შემდეგ არის, რაც პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშნა.
ლაშა აბაშიძის კანდიდატურაზე თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.