პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლანარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 108 დეპუტატმა გაიარა. სხდომა 13:00 საათისთვის იყო დანიშნული , თუმცა დღესაც დაგვიანებით – 13:28 საათზე გაიხსნა.
პარლამენტის სხდომა პოლიტიკური განცხადებებით იწყება, რომელსაც ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი საათი დაეთმობა.
დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო და პარლამენტისთვის მის მიერ შეთავაზებული პროექტია.
უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნების და კანონპროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.