ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გააფართოვა სავალუტო ბაზრებზე მანიპულაციებთან დაკავშირებული საქმეების შესწავლა და მასში რუსულ რუბლთან, ბრაზილიურ რიალთან და არგენტინულ პესოსთან დაკავშირებული გარიგებები შეიტანა.
გამოძიების ფიგურანტები რამდენიმე მოსკოვური ბანკის ტრეიდერები არიან.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გამოძიება სწავლობს გარკვეულ სავაჭრო ოპერაციებს. შემოწმებები მიმდინარეობს მათ შორის Deutsche Bank–ში.
შემოწმების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო იყენებს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ბანკებს შორის მაისში იქნა მიღწეული და რომელიც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას და ტრეიდერების გამოკითხვას ბაზრებზე სავარაუდო მანიპულირებასთან დაკავშირებით.
მაისში ხუთი მსხვილი საერთაშორისო ბანკი შეთანხმდა 5 მილიარდ დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდის თაობაზე ამერიკელი მარეგულირებლის პრეტენზიებთან დაკავშირებით, სავალუტო კურსებით მანიპულირების საქმის ფარგლებში.
ბანკებმა JPMorgan Chase, Barclays, Royal Bank of Scotland Group, Citigroup და UBS AG აიღეს ვალდებულება, აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია შესაძლო დარღვევების შესახებ სავალუტო ვაჭრობის სფეროში, სასამართლო დევნის წინააღმდეგ იმუნიტეტის სანაცვლოდ.