საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებებს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდება.
"საგარეო უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები და წლების განმავლობაში ყალიბდებიან ასეთებად. ამიტომ, მე მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდები იმას, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გავაკეთო. თუმცა, ბუნებრივია, რომ რაღაც საკადრო ცვლილებები იქნება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.