საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე აცხადებს, რომ გაეროში ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტების დეტალებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. ამის შესახებ გეგეშიძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ხომ არ დაზუსტდა რაიმე დეტალები გაეროს ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტების თაობაზე და ხომ არ შეიქმნება უხერხული ვითარება შეერთებულ შტატებში ორი დელეგაციის გამგზავრების გამო.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, პრინციპული საკითხები გარკვეულია. ოფიციალური ღონისძიებები კარგა ხნის დაგეგმილია. განსაზღვრულია საქართველოს მხარის მონაწილეობა. რაც შეეხება დეტალებს, მე საქმის კურსში არ გახლავართ. ეს ურბანიზაციული , ლოჯისტიკური დეტალებია, რომელიც ალბათ, ადგილზე სამუშაო ვითარებაში გადაწყდება და ასეც ხდება", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.