პარიზში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ორი მათგანი ხანძრის გამო ფანჯრიდან გადახტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ უცნობია. ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 4:30 საათზე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მოგვიანებით კი თითქმის მთელ შენობას მოედო.
ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. შემთხვევის ადგილას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ქალაქის პოლიციის უფროსიც მივიდნენ.